понедельник, 13 апреля 2009 г.

გამოფენა

ჩვენს სკოლაში აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით მოეწყო ბავშვების ნახატების გამოფენა. მოსწავლეებმა ნახატების საშუალებით გადმოგვცეს თავიანთი განცდები. წარმოდგენილი ნამუშევრებიდან ხუთმა საუკეთესო ნახატმა მონაწილეობა მიიღო თბილისში 29 ნოემბერს გამართულ სასკოლო გამოფენაზე.ამ ნახატებმა სასკოლო გამოფენაზეც დიდი მოწონება დაიმსახურა.



ომი გმირობის გარეშე არასოდეს არ ჩაივლის!
გთავაზობთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ხალხურ საგმირო ლექსებს:

***
ვაჟკაცსა–გული რკინისა,
აბჯარი–თუნდა ხისაო,
თვალნი–ქორულებრ მხედავნი,
მუხლები შევარდნისაო.

***
კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი,
ისე არ ამოსწყდებიან,
ჯავრი შეჭამონ მტრისანი.

***
რათ უნდა ბევრი დედასა,
სჯობს ერთი სახელდებული,
წავა და ომში მოკვდება,
თავი აქვს გადადებული.

***
ვისაც რა უნდა, ისა სთქვას,
ეს არის ჩემი ტრფიალი,
მიყვარს პრიალა ხანჯალი,
იმის ბრძოლაში ტრიალი.

***
სიმღერას ბანი უხდება
წალკოტსა–ვაშლი წითელი,
ვაჟკაცსა–ფარი და ხმალი
გაილამაზოს კისერი.

Комментариев нет:

Отправить комментарий