ჩვენს სკოლაში აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით მოეწყო ბავშვების ნახატების გამოფენა. მოსწავლეებმა ნახატების საშუალებით გადმოგვცეს თავიანთი განცდები. წარმოდგენილი ნამუშევრებიდან ხუთმა საუკეთესო ნახატმა მონაწილეობა მიიღო თბილისში 29 ნოემბერს გამართულ სასკოლო გამოფენაზე.ამ ნახატებმა სასკოლო გამოფენაზეც დიდი მოწონება დაიმსახურა.
ომი გმირობის გარეშე არასოდეს არ ჩაივლის!
გთავაზობთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ხალხურ საგმირო ლექსებს:
***
ვაჟკაცსა–გული რკინისა,
აბჯარი–თუნდა ხისაო,
თვალნი–ქორულებრ მხედავნი,
მუხლები შევარდნისაო.
***
კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი,
ისე არ ამოსწყდებიან,
ჯავრი შეჭამონ მტრისანი.
***
რათ უნდა ბევრი დედასა,
სჯობს ერთი სახელდებული,
წავა და ომში მოკვდება,
თავი აქვს გადადებული.
***
ვისაც რა უნდა, ისა სთქვას,
ეს არის ჩემი ტრფიალი,
მიყვარს პრიალა ხანჯალი,
იმის ბრძოლაში ტრიალი.
***
სიმღერას ბანი უხდება
წალკოტსა–ვაშლი წითელი,
ვაჟკაცსა–ფარი და ხმალი
გაილამაზოს კისერი.
понедельник, 13 апреля 2009 г.
четверг, 8 января 2009 г.
დიდი ადამიანები:
მოსწავლეებმა მოიძიეს ცნობილი ადამიანების გამონათქვამები, რომელიც ამ თემას შეესაბამებოდა.
მინდრაში:
როდესაც მგელი მშვიდობას გიქადის, შენს ფარას კედელი შემოავლე.
პეტიტსენი:
რაც უნდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, პატიოსან გულში მაინც ყველაზე მეტი ადგილი უჭირავს.
ლემერი:
ჩვენს მტერთა შორის ყველაზე საშიში მტერი იგია, ვინც გვიჩვენებს ვითომ ჩვენთვის იღწვის.
პითაგორა:
ქარქაშიდან ხშირად ამოღებული ხმალი მალე დაჩლუნგდებაო.

вторник, 23 декабря 2008 г.
სკოლის გაზეთი
სკოლის გაზეთში "ჩვენ", მოეწყო კონკურსი, ვინ უფრო საინტერესოდ დაწერდა რუსეთის აგრესიის შესახებ წერილს. მოსწავლეებმა გამოავლინეს საუკეთესო, რომელიც დაიბეჭდა სკოლის გაზეთში. გთავაზობთ მე–11 კლასის მოსწავლის მარიამ ციცქიშვილის წერილს.
Stop Russia
7 აგვისტოა, საღამოს 7–8 საათი. ბავშვები ქუჩაში ვართ, ჩვეულებრივ უზომოდ ლაღები და მხიარულები. უცბად ვიღაცამ ომი დაიწყოო – თქვა. ყველა გაოგნებული სახით უარობდა არა რა ომიო, ყველას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა 21–ე საუკუნე და ომის ქარცეცხლი. იცით იმ მომენტში ღიმილის ბიჭები გამახსენდა და ტირილი მომინდა. ეს იყო რაღაც საშინელი გრძნობა, თითქოს ბოროტ ზღაპარ ბოროტ ზღაპარს პირდაპირ შევეჩეხეთ. ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფრად შეიღბა. საშინლად მეშინოდა. ყველაფერთან ერთად უკვე ფიქრისაც კი მეშინოდა.ვდარდობდი და ვლოცულობდი ყველაზე და ყველაფერზე, ხალხზე, საკუთარ ახლობლებზე. ძალიან მინდოდა ჩქარა დამთავრებულიყო ეს გაურკვევლობის, შიშის, მაგრამ მაინც მომავლის რწმენისა და დიდი იმედის პერიოდი. თუმცა იმედი მიკვდებოდა და დარდი მიასმაგდებოდა, როცა ვხედავდი ქუჩის ბოლოში რუსების ტანკებს, ცაში გამოჩენილ ბომბდამშენებს და რაც მთავარია ხალხს, რომლებიც ტოვებდნენ საკუთარ სახლებს, ან საერთოდ საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობდნენ. მე კი თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა –ნუთუ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, ხალხს გაჩერება არ უნდა მეთქი.დღესაც სირცხვილის გრძნობა მიპყრობს, როცა მახსენდება, როგორ მეშინოდა იმ დღეებში ყველაფრის. კიდევ, მრცხვენია იმ გმირი თანამემულეების, რომლებმაც უშიშრად გასწირეს თავი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის. ძალიან მინდოდა მეც გამეწია რაიმე წინააღმდეგობა მტრისთვის. გული მიკვდებოდა, როცა ვხედავდი როგორ ნადგურდებოდა საუკუნოვანი ტყე, ინგრეოდა შენობები, იწვებოდა ველ–მინდვრები. ახლაც დიდი სურვილი მაქვს ნებისმიერ რუსს მოვთხოვო პასუხი თითოეული წვეთი სისხლისათვის, ყოველი გოჯი მიწისათვის. სიტყვებდ ვერ ვპოულობ, რათა გამოვხატო ეს გაბრაზება.
გავა დრო, მწამს ყველაფერი დამშვიდდება. დრო მეტ–ნაკლებად განკურნავს ყველაფერს, ის ჩატეხილი ხიდი , რომელმაც ცალ მხარეს ჩვენ და ცალ მხარეს რუსები, ოსები და აფხაზები დააყენა იმედია ოდესღაც აღდგება. ამ პერიოდში ბევრი რამის გადაფასება მომიხდა. მივხვდი , რომ ამ სიტუაციაში ყველაფერი არაფერს ნიშნავს. გაქვს მხოლოდ ერთი სურვილი, იყოს "მშვიდობა". მშვიდობა, ადრე მხოლოდ ლამაზ სიტყვად მეჩვენებოდა, ახლა აუცილებლობად მიმაჩნია. ნუთუ ღმერთის არ ეშინოიათ?! ნუთუ გონიათ, რომ ყველაფერი შერჩებათ?!

понедельник, 22 декабря 2008 г.
დებატკლუბი
ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკასთან არსებულ დებატკლუბში მოეწყო დებატები ომის თემაზე. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ შეხედულებებს აგვისტოს მოვლენებზე. გადმოცემდნენ თავიანთ აზრებს, განცდებს. ისუბრეს ძალადობაზე. შეთანხმდნენ, რომ არასოდეს იქნებიან მოძალადეები და აგრესორები, პატივს სცემენ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს და იბრძოლებენ თავისი ქვეყნის ერთიანობისათვის.
Подписаться на:
Сообщения (Atom)