вторник, 23 декабря 2008 г.

სკოლის გაზეთი

სკოლის გაზეთში "ჩვენ", მოეწყო კონკურსი, ვინ უფრო საინტერესოდ დაწერდა რუსეთის აგრესიის შესახებ წერილს. მოსწავლეებმა გამოავლინეს საუკეთესო, რომელიც დაიბეჭდა სკოლის გაზეთში. გთავაზობთ მე–11 კლასის მოსწავლის მარიამ ციცქიშვილის წერილს.

Stop Russia

7 აგვისტოა, საღამოს 7–8 საათი. ბავშვები ქუჩაში ვართ, ჩვეულებრივ უზომოდ ლაღები და მხიარულები. უცბად ვიღაცამ ომი დაიწყოო – თქვა. ყველა გაოგნებული სახით უარობდა არა რა ომიო, ყველას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა 21–ე საუკუნე და ომის ქარცეცხლი. იცით იმ მომენტში ღიმილის ბიჭები გამახსენდა და ტირილი მომინდა. ეს იყო რაღაც საშინელი გრძნობა, თითქოს ბოროტ ზღაპარ ბოროტ ზღაპარს პირდაპირ შევეჩეხეთ. ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფრად შეიღბა. საშინლად მეშინოდა. ყველაფერთან ერთად უკვე ფიქრისაც კი მეშინოდა.ვდარდობდი და ვლოცულობდი ყველაზე და ყველაფერზე, ხალხზე, საკუთარ ახლობლებზე. ძალიან მინდოდა ჩქარა დამთავრებულიყო ეს გაურკვევლობის, შიშის, მაგრამ მაინც მომავლის რწმენისა და დიდი იმედის პერიოდი. თუმცა იმედი მიკვდებოდა და დარდი მიასმაგდებოდა, როცა ვხედავდი ქუჩის ბოლოში რუსების ტანკებს, ცაში გამოჩენილ ბომბდამშენებს და რაც მთავარია ხალხს, რომლებიც ტოვებდნენ საკუთარ სახლებს, ან საერთოდ საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობდნენ. მე კი თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა –ნუთუ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, ხალხს გაჩერება არ უნდა მეთქი.დღესაც სირცხვილის გრძნობა მიპყრობს, როცა მახსენდება, როგორ მეშინოდა იმ დღეებში ყველაფრის. კიდევ, მრცხვენია იმ გმირი თანამემულეების, რომლებმაც უშიშრად გასწირეს თავი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის. ძალიან მინდოდა მეც გამეწია რაიმე წინააღმდეგობა მტრისთვის. გული მიკვდებოდა, როცა ვხედავდი როგორ ნადგურდებოდა საუკუნოვანი ტყე, ინგრეოდა შენობები, იწვებოდა ველ–მინდვრები. ახლაც დიდი სურვილი მაქვს ნებისმიერ რუსს მოვთხოვო პასუხი თითოეული წვეთი სისხლისათვის, ყოველი გოჯი მიწისათვის. სიტყვებდ ვერ ვპოულობ, რათა გამოვხატო ეს გაბრაზება.
გავა დრო, მწამს ყველაფერი დამშვიდდება. დრო მეტ–ნაკლებად განკურნავს ყველაფერს, ის ჩატეხილი ხიდი , რომელმაც ცალ მხარეს ჩვენ და ცალ მხარეს რუსები, ოსები და აფხაზები დააყენა იმედია ოდესღაც აღდგება. ამ პერიოდში ბევრი რამის გადაფასება მომიხდა. მივხვდი , რომ ამ სიტუაციაში ყველაფერი არაფერს ნიშნავს. გაქვს მხოლოდ ერთი სურვილი, იყოს "მშვიდობა". მშვიდობა, ადრე მხოლოდ ლამაზ სიტყვად მეჩვენებოდა, ახლა აუცილებლობად მიმაჩნია. ნუთუ ღმერთის არ ეშინოიათ?! ნუთუ გონიათ, რომ ყველაფერი შერჩებათ?!

Комментариев нет:

Отправить комментарий